აზერბაიჯანული თეატრის პრემიერა გაიმართა

1 ნოემბერს, მოძრაობის თეატრში, სპექტაკლის “დარისპანის გასაჭირი” პრემიერა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, სპექტაკლში, დარისპანის როლს, თურქი მსახიობი ნეჯათი ზენგინი ასრულებს, რომელიც აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვარლამ ნიკოლაძის მოწვევით ჩამოვიდა. აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად, სპექტაკლში ცნობილი ქართველი მსახიობი ლაურა რეხვიაშვილიც მონაწილეობს, იგი სპექტაკლში მართას როლს ასრულებს.
ნეჯათი ზენგინის თბილისში ჩამოსვლას საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩო და მასთან არსებული იუნუს ემრეს სახელობის კულტურის ცენტრი უზრუნველყოფს.
პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები