„სხვა სამყაროდან მოსული, მომაჯადოებელი წარმოდგენა ანსამბლ „ბასიანისგან”

ამერიკული პრესა ქართული ფოლკლორული ანსამბლის, „ბასიანის” ნიუ-იორკში გამართული კონცერტის შესახებ წერს და მათ შემოქმედებას სხვა სამყაროდან მოსულ, მომაჯადოებელ წარმოდგენად აფასებს.
გამოცემა წერს, რომ ქართული მუსიკა უნიკალურად არის აღიარებული მსოფლიოში.
ამერიკული მედია წერს, რომ მსმენელები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ქართული ფოლკლორული ანსამბლის მიერ შესრულებული ნომრებით და მათ სცენიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
“თორმეტკაციანმა ქართულმა ფოლკლორულმა ანსმბლმა “ბასიანმა” უამრავი რთული ჰარმონია გააჟღერა. ქართული მუსიკა უნიკალურად არის აღიარებული მსოფლიოში.
შთამბეჭდავია ნიუ-იორკის სცენაზე წლის ერთ-ერთი ყველაზე მომაჯადოებელი ჰანგების მოსმენა.
ანსამბლის რეპერტუარი იმდენად უცნაურად დახვეწილია, რომ ძველი მუსიკა უეცრად ახლდება.
ერთ-ერთი სიმღერა, რომელმაც მსმენელები ყველაზე მეტად მოხიბლა, ამერიკელი მომღერლების, ევა სალინასა და აურელია შრენკერის მიერ, თავიანთ კლასიკურ ალბომში ჩაწერილი უძველესი ხალხური მელოდიის დიდ არანჟირებად შეფასდა. კონცერტის ბოლოს, მაყურებლები ექსტაზიდან რომ გამოვიდნენ, ანსამბლს სცენიდან გასვლის საშუალება არ მისცეს და “ბისზე” სამჯერ შეასრულებინეს”,- წერს ამერიკული მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები