საფრანგეთში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ჰელოუინზე ჯიჰადისტის ფორმით მივიდა

Rando la plus terrifiante de l'année

საფრანგეთში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ჰელოუინს ჯიჰადისტის ფორმით და ხელში შაშხანის მაკეტით აღნიშნავდა.
ინციდენტი ქალაქ ტულუზაში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს შავი ფერის ტანსაცმელი ეცვა და „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა.
დაკავების მომენტში მამაკაცი ვერ მიხვდა, რომ ის პოლიციაში მიჰყავდათ.
„ჰელოუინის დღესასწაულზე ყველაფერის გაკეთება შეიძლება“ – ამბობდა ის.
ფრანგული მედიის ცნობით, დაკავებულის წინააღმდეგ შეიძლება საქმე აღიძრას საზოგადოებრივ ადგილას იარაღით მუქარის და ტერორიზმის მხარდაჭერის მუხლით.
ცნობისთვის, საფრანგეთში 2015 და 2016 წლებში რამდენიმე მასშტაბური ტერაქტი მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები