აიოვაში ორი პოლიციელი მოკლეს

აშშ-ის აიოვას შტატში პოლიციის ორი ოფიცერი მოკლეს. ტელეკომპანია ABC-ის ცნობით, პოლიციელებს ჩასაფრებიდან ესროლეს. ერთ-ერთი დაღუპული პოლიციელი ქალია.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთ პოლიციელს ცეცხლი იმ მომენტში გაუხსნეს, როდესაც ის მანქანაში იმყოფებოდა. მეორე პოლიციელმა კოლეგისთვის დახმარების გაწევა სცადა, რა დროსაც ისიც მოკლეს.
ამჟამად მკვლელობაში ეჭვმიტანილების ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები