აზერბაიჯანში, 3 ნოემბრიდან, ახალი საბაჟო ტარიფები ამოქმედდება

3 ნოემბრიდან აზერბაიჯანში ახალი საბაჟო ტარიფები ამოქმედდება. ახალი ტარიფები შეეხება ქათმის ნაწარმს, კვერცხს, ბოსტნეულს, ხილს, თხილს, ასევე წვენებს და ალკოჰოლურ სასმელებს.
ასე, მაგალითად, ერთი კილოგრამი ქათმის ხორცის შეტანაზე საბაჟო გადასახადი 1 აშშ დოლარი იქნება, ათას კვერცხზე 100 დოლარი, 1,5 დოლარი 1 კილოგრამ ნიგოზზე და 0,3 დოლარი 1 კგ ვაშლზე.
ცნობისთვის, აქამდე აზერბაიჯანში იმპორტირებულ პროდუქტებზე მოქმედებდა ფიქსირებული გადასახადი, რომელიც მისი საბაზრო ფასის 15%-ს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები