თურქეთში 30 მეძავი ქალი დააკავეს

​თურქეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა 30 მეძავი ქალი დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, ისინი ყირგიზეთის და უზბეკეთის მოქალაქეები არიან. სპეცოპერაციის დროს ასევე 9 ადამიანი დააკავეს, რომლებიც უზბეკ და ყირგიზ ქალებს მეძავებად ამუშავებდნენ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად, ყირგიზეთის 1500-დან 5 ათასამდე მოქალაქე, ფაქტობრივად, მონად იყიდება. ისინი სამუშაოდ ყაზახეთში, რუსეთში, თურქეთში, არაბეთის საამიროებში, ყატარში, ჩინეთში და სამხრეთ კორეაში მიდიან, სადაც მონობაში ხვდებიან. ყირგიზეთი იმ ქვეყნების ათეულში მოხვდა, რომლებშიც მონებით ვაჭრობა განსაკუთრებით აქტუალურია. ამ ქვეყანათა ჩამონათვალში შედის ასევე ჰაიტი, ავღანეთი, უზბეკეთი და რამდენიმე სხვა სახელმწიფო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები