ერევანში შაქრო კალაშოვის ნათესავი დააკავეს

ცნობილი „კრიმინალური ავტორიტეტის“, შაქრო კალაშოვის ნათესავი, „კანონიერი ქურდი“ მერაბ კალაშოვი ერევანში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ერევნის პოლიცია ავრცელებს.
მერაბ კალაშოვი პოლონეთის მოქალაქეა. სომხეთის პოლიციის თანამშრომლებმა ის ერევნის ცენტრში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს.
მერაბ კალაშოვს საფრანგეთის სამართალდამცველი ორგანოები 2015 წლის ივლისიდან ეძებდნენ. ის ფულის გათეთრებასა და ჯგუფურ ქურდობაშია ბრალდებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები