ბულგარეთის ერთ-ერთი ტბის ფსკერზე 13 მილიონი ყალბი ევრო აღმოაჩინეს

ბულგარელმა პოლიციელებმა ერთ-ერთი ტბის ფსკერზე 13 მილიონი ყალბი ევრო აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ბი- ბი-სი“ იუწყება.
მყვინთავებმა ყალბი ბანკნოტები სოფელ ლენოვოსთან იპოვეს. ფული ტბაში კაშხლის მახლობლად იყო დამალული.
ყალბი ფული 500 ევროს ნომინალის იყო. ის ძალზე პროფესიულად იყო დაბეჭდილი, თუმცა გარკვეული დამცავი ნიშნები არ ჰქონდა.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა 500 ევროიანი კუპიურების გამოშვება სწორედ იმის გამო შეწყვიტა, რომ ის ყალბი ფულის მწარმოებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები