ჩინეთის ქალაქ ჩუნცინის მაღაროში მაშველებმა 33 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

მაშველებმა ჩინეთის ქალაქ ჩუნცინის მაღაროში 33 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
აფეთქება მაღაროში ორშაბათს დილით მოხდა. მაშველები ერთ დღე-ღამეზე მეტი ხნის განმავლობაში ბლოკირებულ მაღაროელებამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ.
ბლოკირებული მაღაროელებიდან გადარჩენა მხოლოდ ორმა შეძლო. ამჟამად აფეთქების მიზეზების დადგენა მიმდინარეობს. მსგავსი ტიპის ინციდენტები ჩინეთში საკმაოდ ხშირად ხდება.
ეს ქვეყანა მსოფლიოში ნახშირის მოპოვების და მოხმარების ლიდერია. მაღაროში, სადაც აფეთქება მოხდა, წელიწადში 60 ათასი ტონა ნახშირის მოპოვება ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები