მამაკაცს, რომელმაც ივლისში ყაზახეთის დედაქალაქში პოლიციელები მოკლა, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს 

ყაზახეთის დედაქალაქ ალმა-ატის სასამართლომ რუსლან კულეკბაევს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ამ ადამიანმა ივლისში პოლიციის თანამშრომლებს სროლა დაუწყო.
კულეკბაევი დამნაშავედ ცნეს ტერაქტის მოწყობაში, ორი და მეტი პირის მკვლელობაში, მკვლელობის მცდელობაში, ყაჩაღურ თავდასხმაში, იარაღის უკანონო ბრუნვაში, იარაღის მოპარვაში, ავტოტრანსპორტის გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.
თავდასხმა 18 ივლისს მოხდა. კულეკბაევმა ალმა-ატის ცენტრში პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით სროლა დაიწყო. სროლის შედეგად ათი ადამიანი, მათ შორის რვა სამართალდამცველი დაიღუპა.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კულეკბაევი სიკვდილით დასჯილი არ იქნება. ყაზახეთში 2003 წლიდან სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი მოქმედებს. თუმცა სასამართლოს სასიკვდილო განაჩენის გამოტანის უფლება აქვს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები