კორპორაცია Reuters 2 ათას ადამიანს სამსახურიდან ათავისუფლებს

კორპორაცია Thomson Reuters მსოფლიოს 39 ქვეყანაში 2 ათას ადამიანს სამსახურიდან ათავისუფლებს. კორპორაციის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემცირება თანამშრომელთა 4 პროცენტს შეეხება. ეს გადაწყვეტილება კომპანიაში ბიზნეს-ხარჯების მოწესრიგების მიზნით მიიღეს.
ამჟამად Thomson Reuters-ში 48 ათასი თანამშრომელია დასაქმებული. Thomson Reuters-ის შვილობილი კომპანიაა Reuters News, რომლის ძირითადი კონკურენტი კომპანია “ბლუმბერგია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები