ჩინეთმა „სტელსის“ სისტემის ავიაგამანადგურებელი წარმოადგინა (ვიდეო)

ჩინეთმა „სტელსის“ სისტემის ავიაგამანადგურებელი, “J-20” წარმოადგინა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„სტელსის“ სისტემის თვითმფრინავებს რადარი ვერ აფიქსირებს. აქამდე ამ სისტემის თვითმფრინავები მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს ჰქონდა.
დამკვირვებლები ამ თვითმფრინავის და ამერიკული “F-22 Raptor jet”-ის მსგავსებაზე საუბრობენ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩინეთმა ბოლო დროს, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები