კობახიძე კალაშნიკოვის განცხადებაზე: ვიდრე ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, სხვა ტიპის თანამშრომლობაზე საუბარი რთულია

რუსეთის სათათბიროში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის აღსადგენად კონსულტაციები გრძელდება, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს აქვს არჩეული კურსი – საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში.
მისი თქმით, იმ ფონზე, როცა ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რუსეთთან სხვა ტიპის თანამშრომლობაზე საუბარი რთულია.
„ეს მისი აზრია, ჩვენ ჩვენი კურსი გვაქვს, ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს – საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს ცნობილი და გასაგები მიზეზების გამო, ამიტომ ვიდრე ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, ბუნებრივია, საუბარი რთულია სხვა რაიმე ტიპის თანამშრომლობაზე“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
საქართველოში ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ეხმიანება რუსეთის სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. ლეონიდ კალაშნიკოვი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მისი კომიტეტი მზად არის, საქართველოსთან საპარლამენტო თანამშრომლობის აღდგენისთვის საჭირო პროცედურები დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები