ინდოეთის დედაქალაქი ბურუსშია (ფოტოკოლაჟი)
ინდოეთის დედაქალაქი ბურუსმა მოიცვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დივალის დღესასწაულზე ინდოელებმა უამრავი ფოიერვერკი გაუშვეს. ექსპერტები ამბობენ, რომ ჰაერის დაბინძურებას მეტეოროლოგიური პირობებიც – მაღალი ტენიანობა და ქარის არარსებობა ართულებს.
მედიკოსები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ ფიზიკურად არ დაიტვირთონ. გულის დაავადებების მქონე პირებისთვის გარეთ გასვლა მიზანშეწონილი არ არის.