ვახტანგ ხმალაძემ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა
ვახტანგ ხმალაძემ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა – ამის შესახებ „კვირას“ ინფორმაცია ხმალაძის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს. თავად ვახტანგ ხმალაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
„კვირას“ ინფორმაციით, ვახტანგ ხმალაძე ოფიციალურ განცხადებას პარტიის დატოვების შესახებ, სავარაუდოდ, დღეს გააკეთებს.
საკითხის გასარკვევად „კვირა“ „რესპუბლიკური პარტიის“ პრესსამსახურსაც დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, ხმალაძეს პარტიიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად არ მიუმართავს. თუმცა, აღმოჩნდა რომ, პარტიის დატოვების შესახებ ოფიციალური წერილით არც დავით უსუფაშვილს მიუმართავს.
შეგახსენებთ, რომ პარტია ოფიციალურად პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ორი დღის წინ დატოვა, გუშინ კი პაატა ზაქარეიშვილის პარტიიდან წასვლის შესახებ გახდა ცნობილი. როგორც ზაქარეიშვილმა განაცხადა, მან პარტია 11 ოქტომბერს დატოვა, თუმცა იმის გამო, რომ პარტიისთვის რაიმე ზიანი არ მიეყენებინა, გადაწყვეტილება არ გაუხმაურებია. გავრცელებული ინფორმაციით, „რესპუბლიკური პარტია“ თინა ხიდაშელმა და ივლიანე ხაინდრავამაც დატოვა.