გავრცელებული ინფორმაციით, „რესპუბლიკურ პარტიას“ ხიდაშელი, ხაინდრავა და ებანოიძე ტოვებენ

„რესპუბლიკურ პარტიას“, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე წევრი ტოვებს. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, პარტიას თინა ხიდაშელი, ივლიანე ხაინდრავა და ნოდარ ებანოიძე ტოვებენ.
შეგახსენებთ, რომ პარტია ოფიციალურად პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ორი დღის წინ დატოვა, გუშინ კი პაატა ზაქარეიშვილის პარტიიდან წასვლის შესახებ გახდა ცნობილი. როგორც ზაქარეიშვილმა განაცხადა, მან პარტია 11 ოქტომბერს დატოვა, თუმცა იმის გამო, რომ პარტიისთვის რაიმე ზიანი არ მიეყენებინა, გადაწყვეტილება არ გაუხმაურებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები