კობა ნარჩემაშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლას არ აპირებს
“ქართული ოცნების” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი აღმასრულებელ სტრუქტურებში გადასვლას არ აპირებს.
ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ მან აღმასრულებელ სტრუქტურაში მუშაობის ეტაპი დიდი ხნის წინ დაასრულა და პარლამენტში დარჩენას აპირებს. ნარჩემაშვილი ქუთაისელებისთვის წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას გეგმავს.
მისივე ინფორმაციით, არჩევნები ქუთაისში დარღვევების გარეშე ჩატარდა და მან მეორე ტურში ხმების დიდი რაოდენობა მიიღო.