პარლამენტის პირველ სხდომას 75 წლის რევაზ არველაძე წაიყვანს
ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე, უხუცესმა დეპუტატმა უნდა წაიყვანოს.
მე-9 მოწვევის პარლამენტის შემადგენლობაში ასაკით ყველაზე უფროსი დეპუტატი ”ქართული ოცნების” სიით არჩეული რევაზ არველაძეა, რომელიც 75 წლისაა. ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე, უხუცესმა დეპუტატმა უნდა წაიყვანოს.
რეგლამენტის გათვალისწინებით, ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი ხსნის, რის შემდეგაც სიტყვას აძლევს პარლამენტის უხუცეს წევრს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე, ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას უძღვება.