ხათუნა ლაგაზიძე: უსუფაშვილი თუ არ ჩაჯდება მარგველაშვილის ნავში, ის ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკოსი იქნება

უსუფაშვილი თუ არ ჩაჯდება მარგველაშვილის ნავში, ის ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკოსი იქნება, – ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლაგაზიძე თვლის, რომ უსუფაშვილს წარმატებული პოლიტიკური კარიერის პერსპექტივა აქვს, თუ შეცდომებს არ დაუშვებს.
“დავით უსუფაშვილი იმ დროს რომ წასულიყო „რესპუბლიკური პარტიიდან“, როცა ამას სთავაზობდნენ, ახლა მისი სახით ახალი პარლამენტის თავმჯდომარე გვეყოლებოდა.
იქნება მცდელობა, რომ დაიწყოს მარგველაშვილ-უსუფაშვილის და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთიანი თამაში. ეს თუ ასე მოხდა, უსუფაშვილი შეცდომას დაუშვებს, მან არ უნდა დაიწყოს პოლიტიკური ნარჩენების შემოკრება, ასეთ შემთხვევაში ის არ იქნება საინტერესო,“ – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბურჭულაძის ყოფილი თანაგუნდელი არ გამორიცხავს, რომ დავით უსუფაშვილმა თბილისის მერობისთვის იბრძოლოს.
„უსუფაშვილი არის თბილისის მერობის მიმზიდველი ფიგურა, თუ ის შეძლებს საღი საზოგადოებრივი ძალების გაერთიანებას. ჯერ-ჯერობით არ ჩანს ამ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კონკურენტი. მართალია მძიმედ გაჰყვება მის პოლიტიკურ კარიერას საბურთალოს წაგება, მაგრამ მას შეუძლია გონივრული პოლიტიკური სვლით ყველაფერი შეცვალოს,“ – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები