იანოშ ჰერმანი: ყველანი ერთად დაველოდებით ეუთოს ოფიციალურ დასკვნას
ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, არჩევნების მიმდინარეობის კონკრეტული შეფასებისგან თავი შეიკავა.
როგორც ჰერმანმა აღნიშნა, ეუთოს სადამკვირვებლო მისია სპეციალურ ანგარიშს ელოდება.
„ისევე როგორც თქვენ, მეც ეუთოს შეფასებას ველოდები. ევროპარლამენტის სადამკვირვებლო ჯგუფი ამ არჩევნებს აქტიურად აკვირდებოდა და ჩვენ ყველანი ერთად დაველოდებით ეუთოს ოფიციალურ დასკვნას“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.