თურქეთში ოპოზიციური გამოცემის, Cumhuriyet-ის მთავარი რედაქტორი დააკავეს

თურქეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა ოპოზიციური გამოცემის, Cumhuriyet-ის მთავარი რედაქტორი მურატ საბუნჩუ დააკავეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, პოლიცია გაზეთის ხელმძღვანელობის და ჟურნალისტების სახლებში ჩხრეკას ატარებს.
ცნობისთვის, თურქეთის ხელისუფლებამ 10 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელე სასულიერო პირთან, ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირის გამო სამსახურიდან დაითხოვა. ოფიციალური ანკარა გიულენს 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები