გოგი თოფაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენი „შეუხედავი“ კანდიდატი ჰყავდა, ლოგიკური იყო ის შედეგი, რაც დადგა

დარწმუნებული ვარ, ხვალიდან საქართველოში დაიწყება ის აღმშენებლობა, რასაც მმართველი გუნდი მოსახლეობას პირდებოდა, – ამის შესახებ „თოფაძე-მრეწველების“ ლიდერმა გოგი თოფაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გოგი თოფაძემ მეორე ტურის არჩევნები შეაჯამა და განაცხადა, რომ შედეგი, რომელიც არჩევნების შემდეგ დადგა, ლოგიკური იყო. გოგი თოფაძე თვლის, რომ „ქართული ოცნება“ მოპოვებულ საკონსტიტუციო უმრავლესობას ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენებს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენი შეუხედავი კანდიდატი ჰყავდა, ლოგიკურად ეს შედეგი უნდა დამდგარიყო, შეუძლებელია ის ხალხი პარლამენტში მოხვედრილიყო. მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ გაამართლებს ამომრჩევლის ნდობას და განახორციელებს ყველა იმ წამოწყებულ პროგრამას, რისი რეალობაში გატარების საშუალება დღემდე არ ეძლეოდა, კონსტიტუციური უმრავლესობა საფრთხე იყო მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში,“ – განაცხადა გოგი თოფაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები