პარლამენტის არჩევნებში აჭარის ხუთივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტის არჩევნებში, აჭარის ხუთივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ბათუმის N68-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ფატი ხალვაშმა 12 044 ხმა მიიღო, რაც 68.13%-ია. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მირდატ ქამადაძემ კი 5 633 ხმა მიიღო, რაც 31.87%-ია.
ბათუმის N69-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ბეჟანიძემ 10 583 ხმა მიიღო, რაც 69.22%-ია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი კირთაძემ 4 707 ხმა მიიღო, რაც 30.78%-ს შეადგენს.
ბათუმის N70-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატს მუხრან ვახტანგაძეს 11 945 ხმა აქვს, რაც 71.28%-ს შეადგენს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა თეიმურაზ დუმბაძემ 4 812 ხმა მიიღო, რაც 28.72%-ს შეადგენს.
ქობულეთის N71-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატს კობა ნაკაიძეს 14 133 ხმა აქვს, რაც 71.32%-ს შეადგენს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ჯანსუღ ჯინჭარაძემ 5 684 ხმა მიიღო, რაც 28.68%-ია.
ხელვაჩაურის N72-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატს ილია ნაკაშიძეს 13 054 ხმა აქვს, რაც 72.15%-ია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მიშა ბოლქვაძეს 5 039 ხმა აქვს, რაც 27.85%-ს შეადგენს.
რაც შეეხება აჭარის N73-ე ქედა-შუახევი-ხულოს ოლქს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა ანზორ ბოლქვაძემ პირველივე ტურში გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები