ნინო წილოსანი – ჩემმა გურულებმა გადმომცეს დიდი პასუხისმგებლობა

წინასწარი მონაცემებით, ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატი, ნინო წილოსანი დამოუკიდებელ კანდიდატს, აკაკი ჩხაიძეს დაახლოებით 80%-ით უგებს.
ამომრჩეველთა აქტივობამ 52,27 % შეადგინა.
“დიდი მადლობა ამომრჩეველს, რომ არ დაიზარა და გააკეთა სწორი არჩევანი. წინასწარი მონაცემებით, დიდი უპირატესობით ვიმარჯვებთ. ახლა უბრალოდ ველოდებით ცესკო-ს დაზუსტებულ მონაცემებს. ჩემმა გურულებმა გადმომცეს დიდი პასუხისმგებლობა. სწორედ ამ პასუხისმგებლობით და მონდომებით შევუდგები საქმიანობას. წინ ბევრი გამარჯვება გვაქვს, კარგი საქმეების და წარმატების 4 წელი”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე რაიმე სეიროზულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები