ირაკლი კობახიძე სპორტსმენების მობილიზებას კატეგორიულად უარყოფს და მტკნარ სიცრუეს უწოდებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე რამდენიმე ქალაქში მაჟორიტარულ ოლქებში სპორტსმენების მობილიზების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და მტკნარ სიცრუეს უწოდებს.
როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს. კობახიძის თქმით, შესაძლოა სწორედ მათ ჰქონდეთ დაგეგმილი პროვოკაციები.
პარტიის აღმასრულებელი მდივანი ამომრჩევლებს სიმშვიდისკენ და საკუთარი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.
„არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანი დარღვევები არ ფიქსირდება. ვრცელდება „ნაცონალური მოძაობის“ მხრიდან ინფორმაცია, რომ რამდენიმე ქალაქში- ქუთაისში, გორსა და რუსთავში თითქოს იგეგმება პროვოკაცია და სპორტმესნების მობილიზება ხდება, რაც არის მტკნარი სიცრუე. ვერცერთი ფაქტი ვერ იქნება წარმოდგენილი, რომ ჩვენი მხრიდან სპორტსმენების მობილიზება ხდება.
ეს არის დეზინფორმაცია და შესაძლოა ეს მიანიშნებდეს იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ დაგეგმილი პროვოკაციები. ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და არ აყვნენ პროვოკაციებს. როცა იქნება ნიშნები პროვოკაცია, მიმართონ სამართალდამცველებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რო მოქალქაეობრივი ვალი მოიხადონ“,-განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები