სუბარი – „ნაციონალებმა“ გადაწყვიტეს, გოგორიშვილის პროვოკაციების მთელი არსენალი მარნეულში გამოიყენონ

საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მარნეულის მუნიციპალიტეტში, დაბა შაუმიანის მე-8 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ნაცონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მოქალაქეებს ხმის მიცემის საშუალებას არ აძლევს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ადამიანებს პირადობის ელექტრონულ მოწმობებს ართმევს და მოგონილი მიზეზებით ეუბნება, რომ მათი მოწმობა ყალბია და ხმის მიცემის საშაულებას არ აძლევს, რაც, ბუნებრივია, მოქალაქეებში მღელვარებასა და დაძაბულობას იწვევს. მე მეჩვენება, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაწყვიტა, ხათუნა გოგორიშვილის გაყალბებისა და პროვოკაციების მთელი არსენალი მარნეულში გამოყენოს“, – განმარტავს სუბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები