ეკა ბესელია „ნაციონალურ მოძრაობას“ ე.წ „კარუსელში“ ადანაშაულებს

“ქართული ოცნების” წევრი ეკა ბესელია აჭარაში ე. წ „კარუსელების“ დატრიალების მცდელობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს.
ბესელიას განცხადებით, ბათუმის საარჩევნო ოლქის 6 უბანში, კონკრერეტულად კი 28-ე, 30-ე, 33-ე, 50-ე, მე-8, 21-ე უბნებზე რამდენიმე ქალბატონი ცდილობდა მარკირების მიუხედავად მაინც მიეცა ხმა.
“ბუნებრივია, არის ეჭვი, რომ ამის უკან დგას “ნაციონალური მოძრაობა”. ჩვენმა კოორდინატორებმა აღკვეთეს ფაქტი და ბუნებრივია, ვის ინტერესში იქნებოდა? თავად აკეთებენ შემდეგ ბრიფინგებს, რადგან ხედავენ, რომ ფაქტები დაფიქსირებული და აღმოფხვრილია ჩვენი კომისიის წევრების მიერ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები