“რესპუბლიკური პარტია“ ქუთაისის წევრმა დატოვა

„რესპუბლიკური“ პარტიის წევრმა, ნატო ქათამაძემ, რომელიც ქუთაისის საკრებულოს დეპუტატია, 13 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ თანაგუნდელებს გაემიჯნა და პარტია დატოვა.
ქათამაძე, აცხადებს, რომ მისი წასვლა დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილებამ დააჩქარა. ნატო ქათამაძე პარტიიდან წასვლის მიზეზად შიდა პარტიულ გაუგებრობებსაც ასახელებს.
„ტაქტიკურ და ღირებულებით საკითხებთან დაკავშირებით მქონდა განსხვავებული ხედვა. ამ დროს ან რამე უნდა შეცვალო ან წახვიდე. პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მქონდა მიღებული, ამაზე პარტიის წევრებთან რამდენჯერმე მისაუბრია და იმედი მქონდა რომ რამე შეიცვლებოდა. დავით უსუფაშვილის წასვლამ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება კიდევ უფრო დამაჩქარებინა”, – განაცხადა ნატო ქათამაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები