„მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, გავიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია“

პარტია“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამ დროის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობა საკმაოდ დაბალია, კობახიძე მხარდამჭერებს, საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.
„არსებული მონაცემებით, აქტივობა არის საკმაოდ დაბალ. ძალიან მნიშვნელოვანია, გაიზარდოს აქტივობა. მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ გავიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გაეცეს ჩვენ ქვეყანაში ძალადობას და ძალიან მნიშვნელოვანია გამყარდეს ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ 8 ოქტომბრის არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები