ბიძინა ივანიშვილი: ხმა მივეცი საქართველოს სწორ მომავალს

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მე-4 უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთად დააფიქსირა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ივანიშვილმა აღნიშნა, არჩევანი საქართველოს სწორი მომავლისთვის გააკეთა.
„კარგი არჩევანი გავაკეთე. არ შეიძლება ხმამაღლა ვთქვა კონკრეტულად ვის მივეცი ხმა, თუმცა ხმა საქართველოს სწორ მომავალს მივეცი. რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს“, – განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით 50 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები