საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მე-6 უბანზე გააკეთა.
ხმის მიცემის შემდეგ პრეზიდენტმა ამომრჩევლებს აქტიურობისაკენ მოუწოდა. მას ჟურნალისტებთან საუბრისას არ დაუკონკრეტებია თუ ვის სასარგებლოდ მისცა ხმა.
„მოვესლამები საქართველოს ამომრჩევლებს და მოვუწოდებ მათ აქტიურები იყვნენ დღესაც, ისევე როგორც აქტიურები იყვნენ 8 ოქტომბერს. მივიდნენ უბნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ. მე შევასრულე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი. გამოვიყენე ხმის მიცემის უფლება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით 50 მაჟორიტარულ ოლქში საპარალმენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები