პრემიერი მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მომხრეები ძალიან მობილიზებულად მივლენ არჩევნებზე. დემოკრატიის წყარო საქართველოში არის ხალხი, ჩვენი მოსახლეობა. მე მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომ შეასრულონ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი, მივიდნენ მეორე ტურის არჩევნებზე, გამოხატონ საკუთარი ნება და შემდეგ აუცილებლად მოგვთხოვონ ჩვენ იმ დაპირებების შესრულება, რომელიც გავეცით წინასაარჩევნოდ. არც ერთი უპასუხისმგებლო დაპირება ჩვენ არ გაგვიცია და ამაზე ვარ პასუხისმგებელი“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები