პრემიერი: ის პოლიტიკა, რომელიც 4 წლის განმავლობაში იყო რუსეთთან მიმართებაში, გაგრძელდება

ის პოლიტიკა, რომელიც 4 წლის განმავლობაში იყო რუსეთთან მიმართებაში, გაგრძელდება, ამ პოლიტიკამ გაამართლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობის ისეთი მაღალი დინამიკა როგორც დღეს აქვს არ ჰქონია.
„რუსეთთან მიმართებაში ის პოლიტიკა, რომელიც იყო 4 წლის განმავლობაში, გაგრძელდება. ამ პოლიტიკამ გაამართლა. ძალიან ბევრი შეტევის მიუხედავად ძალიან ბევრი კრიტიკის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასოდეს არ ჰქონია საქართველოს ისეთი მაღალი დინამიკა დასავლეთთან მიმართებაში, როგორიც ეს არის დღეს. ჩვენ გვაქვს დღეს ძალიან წარმატებული ოთხწლიანი გამოცდილება ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ დღის წესრიგი 2016 წლამდე. ჩვენ დღეს სრულიად ახალ დღის წესრიგზე ვმუშაობთ 2017 -20 წლის პერსპექტივაში. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ საქართველომ რაიმენაირად უნდა პროვოცირება მოახდინოს მოვლენების გამწვავების რეგიონში. ჩვენს ინტერესშია მოვძებნოთ სხვადასხვა გზები რომ ნორმალიზაცია მოვახდინოთ ურთიერთობის ჩვენს მეზობლებთან“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნებისმიერი კომპრომისი ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან მიმართებაში არის გამორიცხული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები