წყალდიდობა კორეაში – 138 დაღუპული და 400-ზე მეტი უგზო–უკვლოდ დაკარგული

ჩრდილოეთ კორეაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად 138 ადამიანი დაიღუპა და 400–ზე მეტი უგზო–უკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაცია იუწყება.
70 ათასამდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ამ ინფორმაციის მიხედვით დაზარალებული მოსახლეობა კარვებში ცხოვრობს და მათ სურსათი და მედიკამენტები არ ჰყოფნის. ჰაერის ტემპერატურა კი მინუს 15 გრადუსია.
წყალდიდობა ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია. ის ტაიფუნმა „ლაიონროკმა“ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები