ავსტრალიის პარკებში ატრაქციონების უსაფრთხოებას ამოწმებენ

ავსტრალიის კვინსლენდის შტატის ხელისუფლებამ პარკებში ატრაქციონების უსაფრთხოების შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
შემოწმება პარკ Dreamworld–ში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, სადაც  წყლის ატრაქციონზე რამდენიმე დღის წინ ოთხი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედია ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. აქ  წყალზე მაღალი სიჩქარით  მოძრაობის დროს ტივი ამობრუნდა.
შემოწმება სწორედ Dreamworld–დან დაიწყო. უბედური შემთხვევის შემდეგ პარკი დაიხურა. მისი ხელახალი გახსნა 28 ოქტომბერს იგეგმებოდა, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ დეტალური გამოძიებისთვის კიდევ გარკვეული დროა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები