იემენის ქალაქ ადენში ავტომანქანა აფეთქდა

იემენის ქალაქ ადენში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ტერაქტის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ამის თაობაზე სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, უშიშროების ძალებმა ბანკის სიახლოვეს დიდი სიჩქარით მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შემდეგ მანქანა აფეთქდა.
აფეთქების შედეგად ადენის ცენტრალურ ნაწილში შენობა და რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა .
ადენს ამჟამად იემენის პრეზიდენტის, აბდ რაბუ მანსურ ჰადის მხარდამჭერი ძალები აკონტროლებენ. იემენის დედაქალაქ სანაში კი ხუსიტი ამბოხებულები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები