აშშ-მა სამხედრო დაზვერვის ხარჯები გამოაქვეყნა
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის სამხედრო დაზვერვის ხარჯები გამოაქვეყნა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამ სფეროზე 17,7 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა.
პენტაგონმა ფინანსური ხარჯების მონაცემები იმის გამო გამოაქვეყნა, რომ ეს სამხედრო დაზვერვის ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლის. არანაირი სხვა ინფორმაცია სამხედრო დაზვერვის დაფინანსების შესახებ, ნაციონალური უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოქვეყნებული არ იქნება.
2017 წელს სამხედრო დაზვერვისთვის აშშ-ის ბიუჯეტიდან, სავარაუდოდ, 16,8 მილიარდი აშშ დოლარი იქნება გამოყოფილი.