ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში შიიტი მოხალისეებიც მონაწილეობენ

შიიტმა მოხალისეებმა, რომლებსაც მხარს უჭერს ირანი, ერაყის ქალაქ ტალ-აფარზე შეტევა დაიწყეს. ეს დასახლებული პუნქტი ორი წლის წინ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ დაიკავეს.
შიიტების შეტევის მთავარი მიზანია ერაყის მოსულსა და სირიის რაქას შორის კავშირის გადაჭრა. ეს ორი დასახლებული პუნქტი ერაყსა და სირიაში ისლამისტების ძირითადი დასაყრდენია. ტალ-აფარი მოსულიდან 50 კილომეტრში მდებარეობს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შიიტი მოხალისეები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში ჩაერთვნენ. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ქალაქის აღებამდე ტალ-აფარის მოსახლეობის უმეტესობას შიიტები შეადგენდნენ.
მოსულზე შეტევა 17 ოქტომბერს დაიწყო. ქალაქს ერაყის შეიარაღებული ძალები და ქურთი მოხალისეები უტევენ.  ოპერაციაში აშშ-ის საბრძოლო ავიაციაც მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები