ევროკავშირი და კანადა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღზე შეთანხმდნენ

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადეს, რომ 30 ოქტომბერს კანადასა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველ ეკონომიკურ და სავაჭრო შეთანხმებას მოაწერენ ხელს.  ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„კანადა – ევროკავშირის სამიტი კვირას გაიმართება. მშვენიერი ამბავია. ძალიან მინდა იქ ვიყო“, – დაწერა ტრიუდომ ტვიტერში ტუსკთან მოლაპარაკების შემდეგ. მანამდე ამის შესახებ ტუსკმაც განაცხადა.
კანადასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა ბელგიის გამო გადაიდო, რომლის ერთ-ერთი რეგიონი – ვალონია  ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარს აცხადებდა.
ხუთშაბათს ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის რეგიონებთან ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კანადა – ევროკავშირის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მათ შორის ვაჭრობა 20%-ით გაიზრდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები