ნიგერიაში ორი თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

ცხრა ადამიანი დაიღუპა და 24 დაიჭრა ნიგერიაში ორი თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად. თავდასხმა ქალაქ მაიდუგურიში, ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.
პირველი აფეთქება ლტოლვილების ბანაკთან მოხდა, სადაც ტერორისტებმა შეღწევა სცადეს.
მეორე აფეთქება კი პირველი აფეთქების ადგილიდან ერთ კილომეტრში მოხდა. ტაქსი, რომელშიც ორი მგზავრი იმყოფებოდა,  საწვავის საცავთან აფეთქდა.
ამ ეტაპზე რეგიონში მოქმედ არც ერთ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ქვეყნის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტერაქტი რადიკალურმა მოძრაობა „ბიკო ჰარამმა“ მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები