„მეკობრეთა პარტია“ არჩევნებზე – ისლანდიაში დღეს ახალ პარლამენტს ირჩევენ  

ისლანდიაში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც, „პანამის დოკუმენტებთან“ დაკავშირებით მომხდარი სკანდალის გამო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სინგუმუნდურ გუნლეიგსონი თანამდებობიდან გადადგა.
არჩევნებში „ისლანდიის მეკობრეთა პარტიაც“ მონაწილეობს. ის 2012 წელს დაფუძნდა. პარტიას იმედი აქვს, რომ მომავალ პარლამენტში უმრავლესობას მიიღებს.
ისლანდიური მედიის ცნობით, არჩევნების წინ ისლანდიის „მეკობრეთა პარტია“ პოპულარობით მეორე ადგილზე იყო და მას ამომრჩეველთა 20% უჭერდა მხარს. ისლანდიის „დამოუკიდებლობის პარტიას“ მხარს 25% უჭერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები