ვენესუელაში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო

ვენესუელაში 12-საათიანი გაფიცვა დაიწყო. ის ოპოზიციის მოწოდების შემდეგ იმართება. საპროტესტო აქციის მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს გადადგომის მოთხოვნით რეფერენდუმის  ჩატარებას ითხოვენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში, პარასკევს დილით, ბევრმა მაღაზიამ, სკოლამ და კომპანიამ შეწყვიტა მუშაობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ მუშაობს, მაგრამ მგზავრების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. ქალაქის ქუჩები, ფაქტობრივად, ცარიელია.
ნიკოლას მადურო იმ კომპანიების დახურვით იმუქრება, რომლებიც გაფიცვის დღეს მუშაობას შეწყვეტენ. მან ასევე მინიმალური ხელფასის 40%-ით გაზრდის პირობა დადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები