რუსეთი გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა საბჭოში ხელახლა არ აირჩიეს

რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ხელახლა არ აირჩიეს. გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, აღმოსავლეთ ევროპას გაეროში უნგრეთი და ხორვატია წარმოადგენს.
კენჭისყრის მიხედვით, უნგრეთს 144 ხმა მისცეს, ხორვატიას – 114, ხოლო რუსეთმა 112 ხმა მიიღო.
მანამდე 80 უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ხმა მისცეს საბჭოში რუსეთის მონაწილეობის წინააღმდეგ, იმის გამო, რომ მოსკოვი ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერს მხარს.
სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ დასავლეთმა რუსეთი უმართავი ბომბების გამოყენებაში და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში, ასევე, სირიის ზომიერ ოპოზიციაზე ავიაიერიშებში   რამდენჯერმე დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები