ჩიკაგოს აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა – ვიდეო

ჩიკაგოს აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ცეცხლი თვითმფრინავს იმ მომენტში გაუჩნდა, როდესაც ის ასაფრენად ემზადებოდა.
აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ინფორმაციით, თვითმფრინავს, რომელიც მაიამიში უნდა გაფრენილიყო, შასის საბურავი გაუსკდა და ძრავი დაუზიანდა. შემთხვევის გამო აფრენა გაუქმდა და ყველა მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა. რამდნიმე მათგანმა მსუბუქი ტრავმაც მიიღო.
ავიალაინერის ბორტზე 161 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები