ჯულიან ასანჟი Wikileaks-ის ყოფილი დირექტორის დაკრძალვაზე არ დაუშვეს

შვედეთის პროკურატურამ ჯულიან ასანჟი საიტ Wikileaks-ის ყოფილი დირექტორის დაკრძალვაზე არ დაუშვა. ასანჟს ყოფილი კოლეგის – გევინ მაკფადიენის დაკრძალვაზე მისვლა სურდა.
მაკფადიენი ლონდონში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ჯულიან ასანჟი 2012 წლიდან ლონდონში ეკვადორის საელჩოში იმყოფება. მან იქ თავშესაფარი მოითხოვა, ვინაიდან დიდი ბრიტანეთიდან შვედეთში ექსტრადირების ეშინოდა. ასანჟი ასევე შიშობდა, რომ შვედეთი მას აშშ-ს გადასცემს, სადაც WikiLeaks-ის მიერ საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებით უკმაყოფილოები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები