აზერბაიჯანში ორი ტერორისტი მოკლეს

აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურმა სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც ორი ტერორისტი იყო განადგურებული.
„სპეცოპერაცია რესპუბლიკის რამდენიმე რაიონში ჩატარდა. მისი მიზანი რადიკალური დაჯგუფების წევრთა დაკავება იყო. ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ“, – აცხადებენ უშიშროების სამსახურში.
ამ ინფორმაციის მიხედვით, აზერბაიჯანის მოქალაქეები ფ. რუსტამოვი, ა. გულიევი და ა. გულმამედოვი აზერბაიჯანში „კავკასიის ჯამაათის“ წარმომადგენლობის შექმნას გეგმავდნენ. მათ დაჯგუფებაში ახალი წევრები უნდა მიეღოთ და ტერაქტები მოეწყოთ.
გარდა ამისა, უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ვიდეომიმართვა ჩაწერეს, რომელშიც ტერორისტული დაჯგუფების ლიდერს ერთგულების ფიცი მისცეს.
სპეცოპერაციის დროს ეჭვმიტანილებმა სამართლადამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს და ისინი მოკლეს.
დაჯგუფების მესამე წევრი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები