ცნობილი ადამიანების შიშველი ფოტოების მოპარვისთვის აშშ-ის სასამართლომ ჰაკერს 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

აშშ-ის პენსილვანიის შტატის სასამართლომ ჰაკერ რაიან კოლინზს 18-თვიანი პატიმრობა იმისთვის მიუსაჯა, რომ მან ცნობილი ადამიანების პირადი გვერდი გატეხა და იქიდან ფოტოები გადმოტვირთა. ფოტოებზე ცნობილი პირები შიშვლები არიან. ამასთანავე გამოძიებამ დაადგინა, რომ კოლინზს ეს ფოტოები არ გაუვრცელებია. ასე, რომ ის მხოლოდ პირადი მონაცემების მოპარვაში დაადანაშაულეს. კოლინზმა უკანონო გზით 600-ზე მეტი მომხმარებლის პაროლი და პირადი მონაცემები მოიპოვა.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, დაზარალებულ ვარსკვლავებს შორის არიან ჯენიფერ ლოურენსი, ქეიტ აპტონი, სკარლეტ იოჰანსონი და კირსტენ დანეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები