უკრაინამ ახალი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გამოცდა დაიწყო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უახლესი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გამოცდა დაიწყეს. ამის შესახებ ფეისბუქში უკრაინის გენერალური შტაბის უფროსმა ვიქტორ მუჟენკომ დაწერა.
მისი ინფორმაციით, ცდები რადიოტექნიკური ძალების, ასევე ავიაციის და მთელი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ეფექტურობას გაზრდის.
ამჟამად უკრაინელი კონსტრუქტორები ახლო რადიუსის  მოქმედების საზენიტო-საარტილერიო კომპლექსის შექმნაზე მუშაობენ. მან საბჭოთა „შილკა“ და „ტუნგუსკა“ უნდა შეცვალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები