კიევის პატრიარქმა ვიქტორ იანუკოვიჩის ორდენზე უარი განაცხადა

  კიევის  პატრიარქმა ფილარეტმა უარი თქვა სახელმწიფო ჯილდოზე, რომლითაც ის ვიქტორ იანუკოვიჩმა დააჯილდოვა.
„უკრაინის  პრეზიდენტის ოფიციალური საიტიდან შევიტყვე, რომ განსაკუთრებული წვლილისთვის  პირველი ხარისხის ოდრედით დამაჯილდოვეს.  ასევეб ჩემი 85 წლის იუბილეს აღსანიშნავად,  დღევანდელი სინოდის სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომანიჭონ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ორდენი.  იმ პირობებში, რომელიც დღეს უკრაინაშია, როდესაც ხალხი დაიღუპა და კიევის ცენტრში დაპირისპირება გრძელდება, ჩემი თხოვნა იქნება,  არ გადმომცეთ ჯილდოები. უკრაინა საერთო სამშობლოა ყველასთვის, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. კიევის საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება სეპარატისტულ მოწოდებებს ჩემს ამ გადაწყვეტილებას ასევე მხარი დაუჭირეს წმინდა სინოდის წევრებმა და არქიეპისკოპოსებმა, რომლებიც დღეს კიევში შეიკრიბნენ.”, – განაცხადა პატრიარქმა ფილარეტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები