ტვიტერი თანამშრომელთა 9%-ს ამცირებს

ტვიტერი თანამშრომელთა 9%-ს ამცირებს. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ რესტრუქტურიზაციის გეგმის ფარგლებში მიიღო და მან ტვიტერის მუშაობის ეფექტურობა უნდა გაზარდოს.
ტვიტერის გენერალური დირექტორის, ჯეკ დორსის განცხადებით, „კომპანიას მკაფიო გეგმები აქვს, რამაც ტვიტერის გრძელვადიანი ზრდა უნდა უზრუნველყოს“.
ბოლო დროს მიკრობლოგების სერვერი ტვიტერი სხვა სოციალურ ქსელებს და მესენჯერებს კონკურენციას უწევს. ესენი, პირველ რიგში, ფეისბუქი, ინსტაგრამი და სნეფჩეტი არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები